გახარიას პირველი მთავრობის სხდომა აქციის ფონზე

13 სექტემბერს საქართველოს ახლად არჩეულ პრემიერს ჰქნდა პირველი მთავრობის სხდომა, რომელიც ჩატარდა იძულებით გადაადგილებულ პირთა აქციის ფონზე სახელმწიფო კანცელარიასთან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სხდომის დღის წესრიგი დღეს დილის 10 საათამდე საზოგადოებისათვის და ჟურნალისტებისათვის ცნობილი არ იყო. მისი გასაჯაროვების შემდეგ კი – პრემიერის სხდომის განსახილველ საკითხთა შორის არ ყოფილან დევნილები.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ბესიკ შენგელია აცხადებს, დევნილები გახარიას არ მოასვენებენ მანამ, სანამ მათი პრობლემა არ იქნება გადაწყვეტილი.

Please follow and like us:
%d bloggers like this: