დევნილებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს

უკვე 2 დღეა დევნილები პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ – მათ ჯერ კიდევ გუშინ პლედებით მივიდნენ ჯანდაცვის სამინისტროში და ღამე გაათენეს ადგილზე. აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ისინი მინისტრთან შეხვედრას და მათი შეთავაზებების დაკმაყოფილებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაშლას არ აპირებენ. აქციაზე ასევე იმყოფებოდა ენმ აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ბესო შენგელია, რომელმაც განაცხადა, რომ დევნილებმა მიმართეს ყველანაირ ცივილურ ფორმას – თუმცა სამინისტროსგან აბუჩად აგდების გარდა არაფერი მიიღეს პასუხად.

ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ აქციის მონაწილეები არიან დევნილთა მცირეწლოვანი შვილებიც.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მინისტრი 28 სექტემბრამდე არ იმყოფება ქვეყანაში.

Please follow and like us:
%d bloggers like this: