More

    „აბსურდულ ბრალდებას ბოლო უნდა მოეღოს“ – ივერი მელაშვილის პირველი განცხადება

    spot_img

    „ეს ყველაფერი პოლიტიკური ნიშნით არის. აბსურდულ ბრალდებას ბოლო უნდა მოეღოს. არ შეიძლება ეს მარაზმი ქვეყანაში გაგრძელდეს“, – ამის შესახებ დავით გარეჯის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

    მელაშვილი ამბობს, რომ პროცესი პოლიტიკურია და ეს ქვეყანაში ეს მარაზმი უნდა დასრულდეს.

    „დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის. ჩატარდა პროცესი და როგორც იქნა, მოხდა ისე რომ გაგვათავისუფლეს. ეს საზოგადოების და ჩემი ადვოკატების დამსახურებაა.

    პროცესი წარიმართება და იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ. დაკავების აბსოლუტურად არანაირი საფუძველი არ არსებობდა თავიდანვე, მაგრამ მაინც დამაპატიმრეს.

    ყველაფერს ველოდებოდი, მაგრამ კარგია ის რომ გამათავისუფლეს. გირაოას საერთოდ არ ვეთანხმებოდი, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება. უსაზიზღრესი ბრალდებაა, ეს შემიძლია გითხრათ. ეს ყველაფერი პოლიტიკური ნიშნით არის. აბსურდულ ბრალდებას ბოლო უნდა მოეღოს. არ შეიძლება ეს მარაზმი ქვეყანაში გაგრძელდეს“, – აცხადებს ივერი მელაშვილი.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here