More

    „აგვისტოს ბოლოდან მოსალოდნელია შემთხვევების ზრდა“ – ამირან გამყრელიძე

    spot_img
    გამყრელიძე - 2020

    „არ არის გამორიცხული, რომ აგვისტოს ბოლოდან როგორც ევროპაში, ისე გლობალურად, დაიწყოს შემთხვევების ზრდა ძირითადად ახალი მუტირებული შტამების ხარჯზე“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

    მისი თქმით, აუცილებელია გამკაცრდეს ყურადღება რეგულაციების დაცვაზე და გაიზარდოს ვაქცინაციის მაჩვენებელი.

    „ამიტომ ყველგან, სადაც კი შემსუბუქებები მიმდინარეობს, არის მეტი ყურადღება რეგულაციების დაცვაზე. პირველ რიგში ეს არის პირბადე, სოციალური დისტანცია, შეკრებებისგან თავის არიდება და ამასთანავე მეტი აცრა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

    როგორც მან განმარტა, ამ დროისთვის საქართველოში ორჯერადად სამიზნე მოსახლეობის მხოლოდ 1%-ია აცრილი.

    „ჩვენთან დღევანდელი მონაცემებით, ორჯერადად აცრილია სამიზნე მოსახლეობის 1% და დაახლოებით 3,5% არის ერთხელ მაინც აცრილი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზაფხულში ეს მაჩვენებელი ავიდეს 10-15%-ის ფარგლებში და ა.შ.“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !