More

    „ადამიანებს უჭირთ, მაგრამ სხვებზეც ზრუნავენ…“ – მოხუცი ბებოს ამბავი, რომელიც ცუგებს პატრონობს

    spot_img
    ქალი

    ეკა ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ბებოს ფოტოს  და წერს, რომ ეს უსაყვარლესი ბებო 4-5 ცუგას პატრონობს.

    „ეს უსაყვარლესი ქალი ცხვარიჭამიაში ცხოვრობს 5-6 ცუგას პატრონობს და ასე გავიცანი, დღეს წყაროსთან შემხვდა, გვირილების საკრეფად იყო წასული.

    ორი კვირის წინ ერთი ცუგა გავუსტერილე და მაშინ გავიცანი. საოცრად პატრონობს ცხვარიჭამიას ცუგებს, მომიყვა, ტყეში ერთხელ ნადირი შეხვედრიათ და ამ ცუგებმა არ დამტოვეს, ბოლომდე ჩემთან ერთად იყვნენო. საკვების დატოვება შევთავაზე და კატეგორიული უარი მითხრა, ჯერ მაქვს და შენ აჭამე სხვებსო. გვირილები მაჩუქა და ისე გამომიშვა. ამ ქვეყანაში ადამიანებს ძალიან უჭირთ, მაგრამ არ კარგავენ ადამიანურ სახეს, სხვებზეც ზრუნავენ,“- წერს ეკა ქართველიშვილი.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !