More

    „ადამიანურად მეწყინა… უკიდურესად შევშფოთდი“- ვინ აწყენინა ეკა კვესიტაძეს?

    spot_img
    ეკა კვესიტაძე

    ჟურნალისტი, ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი მეგობარი თეა ხატიაშვილი „ნამახვანჰესის” თემაზე მასთან გადაცემაში არ მივიდა. მიზეზად კი ეკა კვესიტაძის პოსტები დაასახელა, სადაც, როგორც ის ამბობს, „ნიშნის მოგება იგრძნობოდა”.

    კვესიტაძის თქმით, თეა ხატიაშვილის პოზიციას ბაია პატარაია და თათული თოდუაც იზიარებენ, რის გამოც ნაწყენია.

     

    „გუშინ დავწერე პოსტი, რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აქტიურია „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ, არ მოვიდა გადაცემაში, სადაც იყვნენ კომპანიის წარმომადგენლები, ექსპერტები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები.

    ჩემმა მეგობარმა თეო ხატიაშვილმა დაწერა, რომ უნდობლობის გამო არ მოვიდნენო, რადგან შენ პოსტებში აქციის მიმართ ნიშნის მოგება იგრძნობოდაო.

    (ძალადობას რომ გაემიჯნა და მაგრამ სიმბოლიკა რომ დაგმო გოლეთიანმა – ეგ პოსტში იგულისხმა, ალბათ) თეოს ეს კომენტარი „დაალაიქა“ ქართული სამოქალაქო საზოგადოების აქტიურმა წევრებმა, მათ შორის ბაია პატარაიამ და სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომელმა თათული თოდუამ.

    გარდა იმისა, რომ ადამიანურად მეწყინა, რადგან არც ერთ ჩემს გადაცემაში არ შემიქმნია დაუბალანსებელი და უპატიონსო გარემო ჩემი სტუმრებისთვის, უკიდურესად შევშფოთდი.

    ეს აქტიური მოქალაქეები ფიქრობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არ უნდა მივიდნენ იმ ტელევიზიებში, რომლებიც მათი პოზიციების მიმართ ოდნავ სკეპტიკურად მაინც გამოირჩევიან?

    ასე წარმოგიდგენიათ თქვენ, მეგობრებო, თავისუფალი მედიასთან მუშაობა, დისკუსიების შეჩერებით მათთან, ვინც არ გეთანხმებათ ბოლომდე.

    ასე წარმოგიდგენიათ თქვენ დემოკრატიული პროცესი? მაშინ იმასაც ეთანხმებით, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ უნდა იარონ ოპოზიციურად განწყობილ ტელევიზიებში და პირიქით, ოპოზიციამ სამთავრობო არხებზე, რადგან მათთვის იქ სანდო გარემო არ არის.

    თუ მაინცდამაინც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს უნდა შევუქმნათ განსაკუთრებული „სანდო გარემო“. მართლაც ძალიან შემაშფოთებელია!“ – წერს კვესიტაძე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !