More

    ავლაბარში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

    spot_img
    თავსდასხმა

    ავლაბარში, რესტორან „მაჭახელას“ წინ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია. სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი გამოკითხვაზე წაიყვანეს.

    ამ დროისთვის უცნობია, ვინ არის დაპირისპირებაში მონაწილე პირი, ვინც უცხო ქვეყნის მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდა.

    „დაიჯესტი“ მომხდარის შესახებ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !