More

    ავტომობილების განბაჟების ვადა დღეს იწურება

    spot_img
    ავტომობილები

    ავტომობილების განბაჟების ვადა დღეს, 2021 წლის 31 მაისს, იწურება. 31 მაისის ჩათვლით, სატრანსპორტო საშუალების მფლობელი თავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საურავისგან.

    „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 1 მაისამდე, პერიოდში შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, განბაჟების ვადა, 2021 წლის 1 მარტის ნაცვლად, 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით გაუხანგრძლივდათ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დარღვეულია ამ სატრანსპორტო საშუალების რეექსპორტში დეკლარირების შემდეგ დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა“, – წერია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ავტოიმპორტიორებს, დაიცვან კანონით დადგენილი საბაჟო გაფორმების პროცედურები და ვადები.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !