More

    ავტოსაგზაო შემთხვევა ფონიჭალაში – დაშავებულია 5 ადამიანი

    spot_img
    პოლიცია

    ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და დისტრიბუციის მანქანა შეეჯახა.

    შეჯახების შედეგად, სატვირთო მანქანა ამობრუნდა.

    შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვებიც.

    დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

    როგორც „დაიჯესტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !