More

    ალექსეი ნავალნის პატიმრობა მიუსაჯეს

    spot_img

    მოსკოვის საქალაქო სასამართლომ  კრემლის ლიდერის მთავარ ოპონენტს, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის  3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას გამოცემა meduza ავრცელებს. 

    გამოცემის ცნობით, ნავალნი სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.

    ინფორმაციისთვის, 2014 წლის ბოლოს რუსეთის სასამართლომ ძმები ალექსეი და ოლეგ ნავალნები „ივ როშეს საქმეზე“ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო. ოლეგ ნავალნის 3,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ალექსეი ნავალნის კი პირობითი სასჯელი დაუწესეს.

    ნავალნი შერემეტიევოს აეროპორტში 17 იანვარს დააკავეს, როდესაც ის ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნდა. 19 იანვარს სასამართლომ მას 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კრემლი დიდი ხნით ნავალნის ციხეში ჩასმას გეგმავს. ოპოზიციონერის გათავისუფლების მოთხოვნით 23 და 31 იანვარს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა. მხოლოდ 31 იანვარს პოლიციამ საერთო ჯამში 7 ათასამდე ადამიანი დააკავა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here