More

    ალუდა ღუდუშაური: გახარიამ თანამდებობის დატოვების შემდეგ გააკეთა ისეთი განცხადებები, რომლებმაც მის მიმართ არსებული კითხვების რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდა

    spot_img
    პარლამენტარი ალუდა
ღუდუშაური Digest.ge

    გახარიასთან მიმართებაში ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს, მას შემდეგ, რაც მან თანამდებობა დატოვა გააკეთა ისეთი განცხადებები, რომლებმაც მის მიმართ არსებული კითხვების რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

    მისივე თქმით, საჭიროა გახარიამ ახსნას, რისთვის სჭირდებოდა ის 2 დღე, რომელსაც ითხოვდა, რომ აღსრულების სასამართლო გადაწყვეტილების გადავადება მომხდარიყო.

    „ჩვენ საფუძვლიანად შევხედავთ იმ ნაბიჯებს, რასაც დგამდა „ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო მეორე მხრივ გახარია და მისი გუნდის წევრები, ეს კავშირი შესაძლებელია, რომ არსებობდეს და ამის კითხვები ნამდვილად არის.

    გახარიასთან მიმართებაში ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს, მას შემდეგ, რაც მან თანამდებობა დატოვა გააკეთა ისეთი განცხადებები, რომლებმაც მის მიმართ არსებული კითხვების რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდა. ეს არის პასუხგაუცემელი კითხვები და გახარიამ უნდა გასცეს პასუხები, რისთვის სჭირდებოდა ის 2 დღე, რომელსაც ითხოვდა, რომ გადავადება მომხდარიყო აღსრულების სასამართლო გადაწყვეტილების“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !