More

    „ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებს

    spot_img

    მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, „ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებს, – ამის შესახებ „ენბისი ნიუსი“ იუწყება.

    გამოცემის ცნობით, ბეზოსი კომპანიის აღმასრულებელი თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს, ხოლო Amazon-ის გენერალურ დირექტორის ადგილს კომპანიის „ვებ სერვისების“ აღმასრულებელი დირექტორი ენდი ჯესი დაიკავებს.

    მათივე ცნობით, აღნიშნული ცვლილებები 2021 წლის პირველ ნახევარში განხორციელდება.

    ბეზოსმა კომპანიის თანამშრომლებს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ აღმასრულებელ დირექტორის პოსტზე მუშაობა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, მას ახლა უფრო მეტი დრო და ენერგია ექნება თავის სხვა პროექტებზე ფოკუსირებისთვის.

    „ამაზონის“ აღმასრულებელ დირექტორად ყოფნა დიდი პასუხისმგებლობაა და შრომატევადია. როცა ასეთი პასუხისმგებლობა გაკისრია, ძნელია სხვა რამისთვის ყურადღების დათმობა. როგორც აღმასრულებელი თავმჯდომარე, ამაზონის მნიშვნელოვან ინიციატივებში ჩართული ვიქნები, მაგრამ ასევე მექნება დრო და ენერგია Day 1 Fund- ს, Bezos Earth Fund- ს, Blue Origin- ს, Washington Post- ს და სხვა გატაცებებისთვისაც,“- აღნიშნა ჯეფ ბეზოსმა.

    „ეს არ არის მხოლოდ ფული, ეს არ არის ფინანსური კაპიტალი, ეს არის ინტელექტუალური კაპიტალი. ის არის ადამიანი, რომელსაც ესმის სამომხმარებლო ბიზნესი და მომხმარებლის ქცევა. ეს ჩვენთვის მართლაც მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ვაშინგტონ პოსტის აღმასრულებელმა რედაქტორმა მარტი ბარონმა.

    ინფორმაციისთვის, ჯეფ ბეზოსმა კომპანია ამაზონი 1994 წელს დააფუძნა. ამჟამად კომპანიაში 1.1 მილიონზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here