More

    ამირან გამყრელიძე „სინოფარმის“ მეორე დოზით აიცრა

    spot_img
    ამირან გამყრელძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აიცრა.

    გამყრელიძემ „სინოფარმის“ მეორე დოზა ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიკეთა.

    ცნობისთვის, ამირან გამყრელიძემ ვაქცინის პირველი დოზა 4 მაისს გაიკეთა. ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა მაშინ იმუნიზაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაიტარა.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დაიწყო.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !