More

    ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებლები დინამიურად უმჯობესდება

    spot_img

    დადებითობის მაჩვენებელი არის ერთ-ერთი მგრძნობიარე ინდიკატორი, მასთან ერთად, არის ახალი შემთხვევების რაოდენობა, ანუ ინცინდენტობა 100 000 მოსახლეზე ბოლო 14 დღის განმავლობაში, ასევე, მნიშვნელოვანია სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ძალიან მნიშვნელოვანია აქტიური შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში, საწოლფონდში თავისუფალი ადგილების რაოდენობა, რეანიმაციებში ავადმყოფთა რაოდენობა, ანუ მძიმე ავადმყოფთა რაოდენობა და ასევე რესპირატორებზე, ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფ ავადმყოფთა რაოდენობა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, ბიზნესის წარმომადგენლებთან, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

    მისი განმარტებით, ყველა ამ მულტიინდიკატორული ფაქტორების გათვალისწინებით მიიღება გადაწყვეტილებები შემდგომ შემსუბუქებასთან დაკავშირებით.

    „ზოგადად, ქვეყანაში, ყველა ეს მაჩვენებელი დინამიურად უმჯობესდება ბოლო თვის განმავლობაში. დადებითობის მაჩვენებელი, იანვრის განმავლობაში, გვაქვს 8.5 %, როდესაც ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში, ეს რიცხვი, დაახლოებით, იყო 25-30 და იყო დღეები, როდესაც 35 პროცენტზეც ავედით. ასევე, ბოლო 14 დღის განმავლობაში, დადებითობის პროცენტი არის 6,6, ბოლო 7 დღის განმავლობაში – 5,5 და დღეს გახლავთ 4.1 %.

    ეს გახლავთ მთელი საქართველოს მასშტაბით, მაგრამ არის რეგიონები, მაგალითად აჭარა, სადაც დღეს, დადებითობის მაჩვენებელი ჩვენ გვაქვს 1%. ზოგადად, აჭარაში, ბოლო 7 დღის განმავლობაში, ეს მაჩვენებელი 3 %-ზეა. აქედან გამომდინარე, ე.წ. ასიმეტრიული შემსუბუქების პოლიტიკა დაიწყო და 1-ლი თებერვლიდან გამოცხადებულია და უკვე იცით, თუ რა მსუბუქდება, რა მასშტაბით და განსაკუთრებით, უფრო მეტი, მთლიან საქართველოსთან მიმართებაში, ხდება ეს აჭარაში, სწორედ ამ ინდიკატორების მიხედვით და მასზე დაყრდნობით, რომელიც მე ჩამოგითვალეთ. სასურველია, რომ ეს მონაცემები მყარად შევინარჩუნოთ ბოლო 14 დღის განმავლობაში და ვმსჯელობთ 7 და 14 დღეზე“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here