More

    ამირან სალუქვაძე პრემიერის თურქეთში ვიზიტზე – მისასალმებელია ასეთი აქტიური სამეზობლო პოლიტიკა

    spot_img
    ანალიტიკოსი ამირან
სალუქვაძე - Digest.ge

    ექსპერტი ამირან სალუქვაძე თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ეხმიანება და წერს, რომ მსგავსი აქტიური სამეზობლო პოლიტიკა მისასალმებელია.

    ექსპერტის აზრით, ძალზე მნიშვნელოვანია, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეფასება, რომლის მიხედვით ის ამბობს, რომ საქართველოს ხედავს როგორც რეგიონული თანამშრომლობის გასაღებს.

    „ვფიქრობ, რეგიონში ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესების ფონზე, მნიშვნელოვანი შეფასებაა. საქართველოს პრემიერს თურქეთის პრეზიდენტმა, საკმაოდ მაღალი დონის დახვედრა მოუწყო, 21 ზალპით სტუმრის პატივსაცემად. აღნიშნულ ვიზიტს წინ უძღოდა ვიზიტები აზერბაიჯანსა და სომხეთში. ასეთი აქტიური სამეზობლო პოლიტიკა მისასალმებელია. საინტერესოა, რომ დაიგეგმება ორი ქვეყნის სახელმწიფო საბჭოს შეხვედრა. ბრიფინგები ყოველთვის ზოგადი ხასიათისაა, თუმცა გარკვეული მიმართულებები გამოიკვეთა. საინტერესო იქნება ვიზიტის საბოლოო შედეგები”, – ამბობს ამირან სალუქვაძე.

    ექსპერტი სოციალურ ქსელში ფეისბუკის იმ მომხმარებლებსაც პასუხობს, ვინც პრემიერის ვიზიტს ანტისახელმწიფოებრივად გამოეხმაურა:

    „მთავრობის გვერდზე განთავსებულ ვიდეოებზე ვინც პროვოკაციულ კომენტარებს წერთ, ვინც „აჰაჰავებთ“ პოზიტიურ კომენტარებს, რომელი ქვეყნის, ან პოლიტიკური პარტიის ინტერესებს ატარებთ? მეორედ მიწევს დაწერა, ყველა მოქალაქე საკუთარი კეთილდღეობის, უსაფრთხოების მჭედელია. კლავიატურითაც ჭედავთ, ოღონდ საკითხავია რას და ვისთვის?!“ – წერს ამირან სალუქვაძე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !