More

    ამნისტია საჭიროა საზოგადოებისთვის, რომ ვიაროთ წინ – თამარ ტალიაშვილი

    spot_img
    პარლამენტარი თამარ
ტალიაშვილი Digest.ge

    „თუ თქვენ ამბობთ რომ ნიკანორ მელიას არ სჭირდება ამნისტია, „ქართული ოცნების“ წევრებს ისედაც არ სჭირდება – ამნისტია საჭიროა საზოგადოებისთვის, რომ ვიაროთ წინ,“ – განაცხადა პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა თამარ ტალიაშვილმა.

    მისი თქმით, ისინი ამ პოზიციით პრაქტიკულად აცხადებენ, რომ არ ეთანხმებიან შარლ მიშელის შეთანხმებას.

    „რასაც ოპონენტებისგან ვისმენთ, ეს არ არის მოსაზრებები ამნისტიაზე, ისინი ამ პოზიციებით პრაქტიკულად აცხადებენ, რომ არ ეთანხმებიან შარლ მიშელის შეთანხმებას და იმ სულისკვეთებას რომელიც გამჟღავნდა შეთანხმებაში. ჩვენ აქ მოვისმინეთ სიტყვები, ისტორიის წაკითხვა და სხვა ინტერპრეტაციები. შარლ მიშელის შეთანხმების მიზანი კი იყო სწორედ ამასთან დაკავშირებით პოლარიზაციის ხარისხის დაწევა ქვეყანაში, გარკვეული სახალხო თანხმობა, ფურცლის გადაშლა და წინ სვლა ევროპისაკენ. სწორედ ამ სულისკვეთებას არ ეთანხმებიან ოპონენტები. თუ თქვენ ამბობთ რომ ნიკანორ მელიას არ სჭირდება ამნისტია, „ქართული ოცნების“ წევრებს ისედაც არ სჭირდება – ამნისტია საჭიროა საზოგადოებისთვის, რომ ვიაროთ წინ,“ – აღნიშნა ტალიაშვილმა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !