More

    „ამ ეტაპზე კერძო და საჯარო ბაღები არ გაიხსნება“- მაია ცქიტიშვილი

    spot_img

    4 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით საბავშვო ბაღები არ გაიხსნება.

    „ჩვენ დღეს რესტორნებისთვის, საბავშვო ბაღებისთვის, ფიტნესისთვის შემოვიღეთ დამატებითი საშეღავათო და სუბსიდირების პროგრამები.

    ამ ეტაპზე კერძო და საჯარო ბაღები არ იხსნება, 15 თებერვლიდან მხოლოდ სკოლები გაიხსნება.

    როდესაც დამატებითი მობილობა იქმნება, არ შეიძლება გაიხსნას ყველაფერი ერთდროულად და ჩვენ ამ შემსუბუქების შექმნის ფარგლებში ვაკვირდებით თუ რომელი სეგმენტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე აუცილებელი.

    ამ ეტაპზე სკოლები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბაღები და ბაღების ჯერიც დადგება“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

    ინფორმაციისთვის, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს.

    კოვიდპანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

    იხილეთ აგრეთვე:

    ✔️საქართველოში 15 თებერვლიდან კვების ობიექტები, მათ შორის რესტორნები მუშაობას განაახლებენ

    ✔️საქართველოში ბაზრობები 8 თებერვლიდან მუშაობას განაახლებენ

    ✔️ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით იხსნება

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here