More

    „არავითარი გამოკვლევა აცრის წინ საჭირო არ არის“ – პაატა იმნაძე

    spot_img
    პაატა იმნაძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კოვიდვაქცინაციის წინ გამოკვლევა საჭირო არ არის.

    იმნაძის თქმით, ეს არცერთ გაიდლაინში და მსოფლიო არსად არ არის მითითებული.

    იმნაძე განმარტავს, რომ წელიწადში ერთხელ ანალიზების გაკეთება ძალიან კარგია მაგრამ, ამის ვაქცინასთან დაკავშირება არ შეიძლება.

    „ყბადაღებული საკითხი გახდა საქართველოში ანალიზების ჩატარება, კოვიდტესტის ჩატარება აცრის წინ, კიდევ ერთხელ და ძალიან მკაფიოდ – არც ერთ გაიდლაინში, არსად მსოფლიოში, არავითარი გამოკვლევა აცრის წინ საჭირო არ არის.

    ზრდასრულები ყველაზე ხშირად მაინც გრიპის ვაქცინით იცრებიან. გახსოვთ ვინმეს სადმე გრიპის აცრის წინ რაიმე ანალიზები გაეკეთებინა? ჩვეულებრივ ასეთი რაღაც არ ხდება. წელიწადში ერთხელ ანალიზების გაკეთება ძალიან კარგია მაგრამ, ამის ვაქცინასთან დაკავშირება არაფრით არ შეიძლება. თუ ძალიან გინდათ ვაქცინას, რომ გაიკეთებთ შემდეგ შეგიძლია ანალიზები გაიკეთოთ“, – აცხადებს პაატა იმნაძე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !