More

    „არავის იმედი არ უნდა გქონდეს საკუთარი თავის გარდა და მე ეს დიდი ხნის წინ გავიგე“… – რას წერს სარიშვილი

    spot_img
    ირინა სარიშვილი -
პოლიტიკოსი

    პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ადამიანს ცხოვრებაში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს…

    მის პოსტს „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

    „ყველაზე საშინელი გრძნობა ნეგატიურ გრძნობათა შორის ალბათ იმედგაცრუებაა.

    არსებობს მარტივი გზა ამის თავიდან აცილების – არავის იმედი არ უნდა გქონდეს საკუთარი თავის გარდა და მე ეს დიდი ხნის წინ გავიგე და ასეც ვცხოვრობ.

    ვაფასებ ყველა ადამიანს თავისი სიკეთით, ვაფასებ სასწაულებს და მადლობელი ვარ ყველასი, მაგრამ იმედი მხოლოდ საკუთარი თავის უნდა გქონდეს – ეს არის სწორი და თუ ხანდახან სასწაულებით თავბრუდახვეულს სენტიმენტები გადაგძალავს და საკუთარი თავის გარდა კიდევ ვიღაცის თუ რაღაცის იმედი გაგიჩნდება, მერე კისერს რომ წაიმტვრევ, იცოდე რომ ეს მხოლოდ შენი ბრალია და მეტი არავის და არაფრის.

    იყავი ძლიერი მაშინაც კი, როცა გამოსავალს ვერ ხედავ, დარჩი მადლობელი ყველასი და ყველაფრის, ოღონდ ყოველთვის მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეს.

    მძიმე დილის სიბრძნე და აქვე დილა მშვიდობის ყველას“,- წერს სარიშვილი.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !