More

    არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 3.09%-ით გაიზარდა

    spot_img

    2021 წლის პირველი იანვრისთვის, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 34.63 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.04 მლრდ ლარით, ანუ 3.09%-ით მეტია პირველი დეკემბრისთვის არსებულ მაჩვენებელზე,- ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

    ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 21.21 მლნ ლარით, ანუ 0.13%-ით, ხოლო გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.43%-ით გაიზარდა. მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.06 მლრდ ლარით, ანუ 6.07%-ით იყო გაზრდილი.

    დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 38.61 პროცენტი შეადგინა.

    პირველი დეკემბერის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.57 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.39 პროცენტული პუნქტით).

    მათივე ცნობით, დეკემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.34% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.31%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.01%.

    ინფორმაციისთვის, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.24%, ხოლო ევროს წილმა 14.39% შეადგინა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here