More

    „არასრულფასოვანი კვება, დასჯის მეთოდები და ერთ ოთახში 9 ბენეფიციარზე მეტი“ – ჩამოერთმევა თუ არა ნინოწმინდის პანსიონს ლიცენზია?

    spot_img
    ნინოწმინდა

    ნინოწმინდის პანსიონში სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 4-კაციანი ჯგუფი შევიდა. 

    ჯანდაცვის უწყების მაკონტროლებლებს რეგულარული მონიტორინგი ევალებათ, თუმცა ისინი პანსიონის შესამოწმებლად 2018 წლის შემდეგ აღარ ყოფილან.

    მათივე თქმით, ბოლო ვიზიტისას გამოიკვეთა არაერთი დარღვევა, მათ შორის არასრულფასოვან კვების რაციონთან, ასევე ის, რომ ბავშვებს წლის განმავლობაში არ ეძლეოდათ პანსიონის დატოვების უფლება.

    დარღვევად იქნა მიჩნეული ისიც, რომ ერთ ოთახში 9 ბენეფიციარზე მეტი იმყოფებოდა, რაც დაუშვებელია.

    სააგენტოს წარმომადგენლები მონიტორინგის განხორციელებას მთელი დღის განმავლობაში გეგმავენ. არ არის გამორიცხული, რომ მნიშვნელოვანი დარღვევების აღმოჩენის გამო პანსიონს ლიცენზია ჩამოერთვას.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !