More

    „არასწორი გადაწყვეტილებები თუ მივიღეთ, შეზღუდვების კვლავ აღდგენა დაგვჭირდება“ – მდინარაძე

    spot_img

    „ჩვენ თუ არასწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ, ზუსტად 2-3 კვირაში მივიღებთ გაცილებით რთულ სიტუაციას და ხელახლა დაგვჭირდება შეზღუდვების კვლავ აღდგენა“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მთავრობა თანმიმდევრული გადაწყვეტილების მომხრეა.

    მისივე თქმით, არასწორად მიღებული გადაწყვეტილება, ეპიდვითარებას უფრო დაამძიმებს.

    „როგორც კი ბოლო 7 დღე იქნება ისეთი, რომ დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვა 4%-ზე ნაკლები, დავიწყებთ ფიქრს, რომ მაგალითად, ტრანსპორტთან დაკავშირებით შეზღუდვები მოვხსნათ.

    ჩვენ თუ არასწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ, ზუსტად 2-3 კვირაში მივიღებთ გაცილებით რთულ სიტუაციას და ხელახლა დაგვჭირდება შეზღუდვების კვლავ აღდგენა, რაც კიდევ უფრო მძიმედ დააწვება ქართულ ეკონომიკას.

    აქედან გამომდინარე საკოორდინაციო საბჭო მუშაობს პარლამენტთან შეთანხმებულ, დასინქრონებულ ფორმატში და იღებს იმგვარ გადაწყვეტილებებს, რომელიც პირველ რიგში არის მოქალაქეთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის სასიკეთოდ. ეს არის პრიორიტეტული მიზანი რა თქმა უნდა და არავინ უნდა იფიქროს, რომ აქ ეკონომიკური ფაქტორი არ არის გათვალისწინებული. ჩვენ თანმიმდევრული გადაწყვეტილებების მომხრე ვართ“, – აცხადებს მდინარაძე.

    აგრეთვე დაგაინტერესებთ:

    ✔️ „შეზღუდვა ვინმეს თვითმიზანი არ არის“ – მამუკა მდინარაძე

    ✔️ გიორგი გახარია: როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქში, ცალკეულ რეგიონში ჩამოცდება 4%-ს, შეგვეძლება გახსნის გეგმა დავაჩქაროთ

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here