More

    არჩილ თალაკვაძე: რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად, აუცილებელია, ზედმიწევნით და დიდი პასუხისმგებლობით დავიცვათ უსაფრთხოების წესები

    spot_img

    „მინდა მხარი დავუჭირო პრემიერ მინისტრის მოწოდებას, რომ რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად, აუცილებელია, ჩვენ, ზედმიწევნით და დიდი პასუხისმგებლობით დავიცვათ უსაფრთხოების ის წესები, რომელიც მოწოდებულია ჯანდაცვის სამსახურების მხრიდან“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებებს შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ.

    ბიუროს სხდომაზე, არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია, მოსახლეობამ ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სამსახურების მხრიდან მოწოდებული უსაფრთხოების წესები.

    „ეს არის მთავარი პირობა იმის, რომ ჩვენ არ მივიღოთ კიდევ ეპიდემიოლოგიური ვითარების ხელახალი გაუარესება და კვლავ არ მოგვიხდეს შეზღუდვების დაწესება ჩვენს ეკონომიკაზე, სოციალურ ცხოვრებაზე და მოვემზადოთ თანმიმდევრულად იმ გეგმისთვის, რომელიც ჩვენ გვქონდა ეკონომიკის სრულ გახსნასთან დაკავშირებით“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

    აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

    👉 საქართველოში ბაზრობები 8 თებერვლიდან მუშაობას განაახლებენ

    👉 15 თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება

    👉 პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა გაორმაგდება

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here