More

    არც ერთი დღე არ დატოვოთ ბავშვები მაგ ძალადობის და გარყვნილების ბუნაგში – პატარაიას საგანგებო მიმართვა

    spot_img
    ბაია პატარაია

    უფლებადამცველი ბაია პატარაია საქართველოს მთავრობას და ყველა კომპეტენტურ უწყებას მოუწოდებს, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან მოზარდები დაუყოვნებლივ გამოიყვანონ და იქ არსებული ვითარება შეისწავლონ.

    „ნინოწმინდის პანსიონატში 4 საქმეა აღძრული, ერთი გაუპატიურების მუხლით. საერთოდ როგორ ბედავთ ვინმე იმ ახვარი სპირიდონას დაცვას? ეს რომ გუშინ მცოდნოდა, სხვანაირად ვილაპარაკებდი.

    საქართველოს მთავრობა დაუყოვნებლივ შედით დაწესებულებაში, მარტო ომბუდსმენის შესვლა აღარ კმარა! შედით და დახურეთ ეგ პანსიონი, მანამდე კი არც ერთი დღე არ დატოვოთ ბავშვები მარტო მაგ ძალადობის და გარყვნილების ბუნაგში!“ – წერს პატარაია.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !