თბილისის მერი კახა კალაძე 20 ივნისის ღამეს დაზარალებულ მაკო გომურის განცხადებას გამოეხმაურა.
მერის თქმით, უყურადღებოდ არცერთი დაზარალებული არ დარჩება.
„არავინ დარჩება ყურადღების მიღმა, არც მაკო გომური და არც სხვა ადამიანები, ვინც სახელმწიფოს მხრიდან თანადგომას და მხარდაჭერას საჭიროებენ“, – აცხადებს კალაძე.
ინფორმაციისთვის, მაკო გომურმა 20 ივნისის ღამეს, ანტისაოკუპაციო აქციის დროს, თვალი დაკარგა. მას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
✔️ „თუ იყო რამე შეფერხება, მერწმუნეთ დღესვე გამოსწორდება“ – თამარ გაბუნია მაკო გომურის განცხადებაზე
✔️ „თვალის პროთეზი, რომელიც გამიტყდა, შესაცვლელია“ – მაკო გომურს დახმარება სჭირდება