More

    არ გამართლდა ოპოზიციის მოლოდინი ეკონომიკურ კრიზისზე, გვაქვს ეკონომიკის 8.1 % ზრდა – ნიკოლოზ მჭედლიშვილი

    spot_img
    ექსპერტი ნიკოლოზ
მჭედლიშვილი - Digest.ge

    „აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 2020 წლის აპრილთან შედარებით 44.8 პროცენტი შეადგინა, პირველი ოთხი თვის ზრდა კი 8.1 პროცენტია. ეს ტენდენცია მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად გამოდის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან“- ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის აპრილის ეკონომიკური ზრდის წინასწარ მაჩვენებელს.

    მისი თქმით, სახეზე გვაქვს ეკონომიკის ზრდა, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზზე გაცილებით მეტია.

    „კარგია, რომ ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი მხოლოდ ერთი დარგი არ არის და ზრდა დარგების მიხედვით საკმაოდ დივერსიფიცირებულია. არ გამართლდა ოპოზიციის არცერთი პროგნოზი – გაზაფხულზე ეკონომიკურ კრიზისს ელოდებოდნენ და ხალხის მიერ „რევოლუციის მოწყობას”. თუმცა, სახეზე გვაქვს ეკონომიკის ზრდა, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზზე გაცილებით მეტია,” – აღნიშნავს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !