More

    „არ დამავიწყდება ჩვენი პირველი შეხვედრა – მოჯადოებული ვბუტბუტებდი“ – მერაბ ნინიძე მარინა ჯანაშიას ემშვიდობება

    spot_img
    მერაბ ნინიძე და მარი
ჯანაშია

    27 მაისს რუსთაველის თეატრის მსახიობი მარინა ჯანაშია 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. მეგობრისა და კოლეგის დაღუპვას სოციალურ ქსელში მსახიობი მერაბ ნინიძე ეხმაურება.

    მის ემოციურ პოსტს „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

    „განსაკუთრებული, ყველასგან განსხვავებული, მშვენიერი, მომნუსხავი მარინა ჯანაშია…

    ბედნიერი ვარ, რომ გიცნობდი და შენთან ერთად სცენაზე თუ კამერების წინ მუშაობის შანსი მომეცა. მადლობა ყველაფრისთვის და უპირველეს ყოვლისა, შენი წყალივით წმინდა და რეალური პერსონაჟებისთვის, შენი სილამაზისთვის.

    მაშინ ისე შევიდა როლში, ამბობდნენ, ჯანაშია საგიჟეთში წაიყვანესო – მსახიობის ცხოვრების მნიშვნელოვანი ამბები

    მადლობა „პატარა უფლისწულისთვის“ რადიოსპექტაკლისთვის, რომელშიც პრინცის როლს კითხულობდი… შენი ხმა ჩემი მეგობარი იყო მთელი ჩემი ბავშვობა. არ დამავიწყდება ჩვენი პირველი შეხვედრა – მოჯადოებული ვბუტბუტებდი შენს სახელს და არ მჯეროდა, რომ ბედმა ასეთი საჩუქარი გამიკეთა. არ მჯეროდა, რომ ის ხმა საბოლოოდ გავიცანი.

    „რომეო და ჯულიეტა“ შენი ხათრით წავიკითხე იმიტომ, რომ ჯულიეტას როლში სცენაზე გნახე.

    კახი კავსაძემ, რომ დასვა შეკითხვა: „ნეტავ, იმ ქვეყნად თუ არის თეატრიო“ … ალბათ, არის… ალბათ, კახისაც იქ ნახავ და საბოლოოდ, ერთმანეთს ყველა იქ ვნახავთ. იმ არსებულ თუ არარსებულ თეატრში,“ – წერს მერაბ ნინიძე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !