More

    არ იქნება თურნავა იქნება კუნწუკაშვილი, ვიკითხე ბაყბაყდევი ივანიშვილი სადაა-მეთქი – თაკო ჩარკვიანი

    spot_img
    ჩარკვიანმა ვირუსი
დაამარცხა

    „არ იქნება თურნავა იქნება კუნწუკაშვილი, ვიკითხე ბაყბაყდევი ივანიშვილი სადაა-მეთქი“, – ამის შესახებ პარტია „კაკონი და სამართალის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა თაკო ჩარკვიანმა რიონის მცველების აქციასთან დაკავშირებით „მთავარი არხის“ ეთერში თქვა.

    „მე აქციას პირველივე დღიდან სოლიდარობას ვუცხადებდი, მე უბრალოდ კითხვები დავსვი. გამიკვირდა მათგან მოთხოვნა თურნავას გადადგომაზე. გონიერი ხალხი მგონია. არ იქნება თურნავა, იქნება კუნწუკაშვილი, ოლიგარქიულ დიქტატორულ ქვეყანაში. აღვირახსნილ დიქტატურაში არავინ არავინ არ არის, არც თურნავა, არც პეტრე, არც ივანე და არც ტიკარაძე. ამიტომ დავსვი კითხვა, ივანიშვილი სად არის მეთქი, გუშინ ვიხუმრე, ბაყბაყდევი სად არის მეთქი, ანუ ყველაფრის თავი.

    მეორე კითხვა დავსვი დაფინანსებაზე. მე ხშირად მიკითხავს რაღაცები რუსულ ვექტორთან დაკავშირებით. ჩვენთან, მაგიდასთან ვინც იჯდა, იმ ადამიანზეც ვიკითხე, რა ხდება-მეთქი. იარლიყს კი არავის ვაწებებ, მაგრამ კონსტიტუციით და ანტისაოკუპაციო კანონის მიხედვით მოღალატე დავინახეთ იქ – ვასაძე და მისი კარტელი, ამიტომ კითხვები გაჩნდა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !