More

    ატირებული მამა შვილის დაკრძალვაზე – „საწოლს მოვიტან, რომ აქ, შენს გვერდით მეძინოს“

    spot_img
    11 წლის გოგო

    საბერძნეთის კუნძულ  კრეტაზე,  11 წლის გოგო, კლდიანი ფერდობის ქვევით, სანაპირო ზოლზე გარდაცვლილი იპოვეს.

    ექსპერტიზის დასკვნით, გოგონას გარდაცვალება სიმაღლიდან გადავარდნამ გამოიწვია. სავარაუდოდ, გოგოა კლდის ზევით იმყოფებოდა, როდესაც ფეხი დაუცდა და ტრაგედია დატრიალდა.

    11 წლის გოგოს ტრაგიკულმა გარდაცვალებამ დიდი მწუხარება გამოიწვია არა მხოლოდ კუნძულ კრეტაზე, არამედ მთელ საბერძნეთში.

    როგორც ცნობილი გახდა, 11 წლის მოზარდი 6 და 9 წლის ძმებთან ერთად, რთულ ოჯახურ პირობებში ცხოვრობდა. გოგოს მშობლები გაშორებულები იყვნენ. 2 წლის უკან კი მათ ოჯახში ადგილი ჰქონდა ისეთ ინციდენტს, სადაც ჩართული იყვნენ სამართალდამცავი ორგანოებიც.

    აღსანიშნავია ასევე, რომ გარდაცვლილის დედა მის ყოფილ მეუღლეს საკმაოდ ცუდად მოიხსენიებს და ცალსახად ადანაშაულებს მას ქალიშვილის გარდაცვალებაში, როგორც ის აღნიშნავს, მეუღლის გამო იძულებული გახდა კიდევ 2 მცირეწლოვან შვილებთან ერთად დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლი და გადასულიყო სხვა ქალაქში.

    მამამ კი, 11 წლის ქალიშვილის დაკრძალვისას ტირილით წარმოთქვა: „ერთ საწოლს მოვიტან და აქ დავდგამ, რომ შენს გვერდით მეძინოს“.

    წყარო: exclusivetv.ge

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !