More

    აუცილებელია მოხდეს დეკანოზ თადეოზ სარალიძის განკვეთა – რას ითხოვენ თეოლოგები?

    spot_img

    რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია დეკანოზ თან კიდეოზ სარალიძის პასუხისმგებლობას ითხოვს.

    თეოლოგები და ისტორიკოსები ამბობენ, რომ მიუხედავად სასულიერო პირისგან შენდობის თხოვნის წერილის გამოქვეყნებისა, მას უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს და უნდა მოხდეს მისი გაკვეთა.

    დეკანოზს გარკვეული შეზღუდვები უკვე დაუწესეს – მას აეკრძალა სახარებისეული თემების გარდა სხვა თემებზე მსჯელობა და საუბარი.

    „ჩემთვის გუშინდელი დღე იყო უმშვენიერესი. ვისაც უნდა როგორც უნდა ისე გაიგოს, მე არ მაინტერესებს,“ – განაცხადა დეკანოზმა.

    „მინიმუმ მას მღვდელმოქმედების აღსრულების უფლება უნდა შეუწყდეს გარკვეული პერიოდით და ამასთანავე, ქადაგება მინიმუმ ისეთ თემებზე, რომლებიც სამღვდელო კომპეტენციას სცილდება,“ – აცხადებს რელიგიის ასოციაციის თავმჯდომარე ზვიად ცაბაძე.

    ცაბაძის აზრით, დეკანოზის ქადაგება უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ სახარებისეულ საკითხებზე მსჯელობით.

    „ადგილობრივი ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი ვალდებულია, რომ პირველადი სანქციის სახით მას ჯვარი ახსნას და დააკისროს პასუხისმგებლობა,“ – აღნიშნავს რელიგიის ასოციაციის წევრი გიორგი ტიგინაშვილი.

    მამა გიორგი შუკაკიძის აზრით, დეკანოზის მიერ აზრი უხეშად იყო გადმოცემული, და იგი კონკრეტიკას უკეთებს მის აზრს : „ადამიანი ჯობია მისთვის ისეთ ასაკში გარდაიცვალოს, როცა მისი ცხონება არის შესაძლებელი, ვიდრე იცხოვროს დიდხანს ბოროტულად.“

    ინფორმაციისთვის, 24 იანვრის საკვირაო ქადაგებაზე დეკანოზმა თადეოზმა კოვიდ 19-სა და მცირეწლოვნების სიცოცხლეზე ისაუბრა.

    დეკანოზის განცხადებით, „თუ პარაზიტი იქენი, არ სჯობს, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს?!“

    დეკანოზ თადეოზის განცხადებას გამოეხმაურა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი.

    როგორც მიტროპოლიტ დანიელის განცხადებაშია აღნიშნული, დეკანოზ თადეოზის ქადაგება სრულიად შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის.

    აგრეთვე წაიკითხეთ:👇

    ✔️ „შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის“ – დეკანოზ თადეოზს, შესაძლოა, პასუხისმგებლობა დაეკისროს

    ✔️ „ვაღიარებ, რომ შეცდომები დაშვებული იყო“

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here