More

    აქამდე უცნობი ამბავი ორ ლეგენდარულ მსახიობზე – „კახი კავსაძე რეანიმაციაში შემოვიდა და…“

    spot_img
    კახი კავსაძე დ მარინა
ჯანაშია

    მსახიობი მარინა ჯანაშია დღეს, 27 მაისს, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. რამდენიმე კვირის წინ კი რუსთაველის თეატრს ლეგენდარული მსახიობი, კახი კავსაძეც გამოაკლდა. 

    გთავაზობთ „დაიჯესტის“ არქივის ერთ-ერთი მასალიდან ამონარიდს, რომელშიც მარინა კახიანი კახი კავსაძესთან ურთიერთობასაც იხსენებს.

    მარი ჯანაშიას მონათხრობს უცვლელად გთავაზობთ:

    „იმ პერიოდში, როგორც გონზე მოვიდოდი ჩემს მკურნალ ექიმს დავინახავდი, ვეკითხებოდი, როდის შევძლებ სცენაზე გასვლას-მეთქი. ჩემთვის სრულიად მოულოდნელად საოცრება მოხდა. ნახევრად „წასული“ ვიყავი, თვალები გავახილე და ისევ დავხუჭე, მაგრამ კიდევ ერთხელ გამახელინა ნაცნობმა სილუეტმა. ეს იყო ჩემი უსაყვარლესი კახი კავსაძე, რომელიც თავისი ჯანმრთელობის გამო იყო ჩამოსული და რეანიმაციაში ჩემს სანახავად შემოვიდა. უცბად ჩემს პროფესორს ეკითხება: გამეცი პასუხი, აი, ეს ბოვში, სცენაზე დადგომას როდის შეძლებსო. ამ კაცმა, იცით, როგორ შემოგვხედა? ჯერ ჩემზე ფიქრობდა, ვერ არის კარგადო. მაგრამ ალბათ, აგონიას აბრალებდა და მერე, კახი რომ მოვიდა და სრულიად საღსალამათმა იგივე კითხვა დაუსვა, იფიქრა, ალბათ, სრულიად ერი ვერ არის კარგადო (იცინის). მაგრამ მან არ იცის ერთი რამ – მსახიობისთვის ყველაზე დიდი ნატვრა სცენაზე დგომა და მაყურებლის სიყვარულია. მეკითხებით, როგორ ვძლებ ახლა უთეატროდ? ჯერ ერთი, დარწმუნებული ვარ, ძალიან ცოტა დრო გვაშორებს თეატრთან და რაც ახლა ხდება, ძალიან მალე დამთავრდება. მაგრამ სცენაზე დგომის სურვილი იმდენად ძლიერია, რომ ერთი ღამე ისეთიც კი მქონდა, არაფრით რომ არ დამეძინა და ერთ ღამეში ორი სპექტაკლი დავდგი (იცინის).“

    შეგახსენებთ, რომ ცნობილი ქართველი მსახიობი, კახი კავსაძე 27 აპრილს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !