More

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოყოფილი თანხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადრესატი საქართველოც რომ არის, ეს „სანქციებს გვიწესებენ“ ნარატივში როგორ ჯდება? – გია გაბრიჭიძე

    spot_img
    ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე
Digest.ge

    ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოსთვის 88 მილიონი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

    მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2022 წლის ბიუჯეტიდან ევროპის რამდენიმე ქვეყნისთვის გამოყოფილი თანხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადრესატი საქართველოა:

    „ამ ე.წ. ოპოპარტიებსა და მათ ტელევიზიებში მთავარი ნარატივი ფრაზა – „ლაშას მამა გარდაიცვალას“ ინტერპრეტაცია „სანქციებს გვიწესებენ“ გახდა.

    კი ბატონო, „გვიწესებენ“ სანქციებს, მაგრამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2022 წლის ბიუჯეტიდან ევროპის რამდენიმე ქვეყნისთვის გამოყოფილი თანხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადრესატი საქართველოც რომ არის, ეს იმ ნარატივში როგორ ჯდება? გვიმრავლოს ასეთი სანქციები, გვიმრავლოს,“ – წერს გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !