More

    აშშ-მა, შესაძლოა, ავღანეთსა და ერაყში შეიარაღებული ძალების რაოდენობა კვლავ გაზარდოს

    spot_img

    აშშ-ის თავდაცვის ახალმა მდივანმა ლოიდ ოსტინმა ავღანეთსა და ერაყში ამერიკის შეიარაღებული ძალების რაოდენობას, შესაძლოა, კვლავ გადახედოს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ რამდენიმე კვირის წინ მიღებული გადაწყვეტილებით, თითოეულ ქვეყანაში 2500 ამერიკელი სამხედრო დარჩა. ამის შესახებ The Wall Street Journal იუწყება. 

    ამ ინფორმაციის მიხედვით, ოსტინი ამ კონფლიქტებში აშშ-ის სტრატეგიული როლის შეფასებას გეგმავს. ამასთანავე, პენტაგონის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ავღანეთსა და ერაყში შეიარაღებული ძალების რაოდენობის გადახედვის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. თავდაპირველად ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ამ სახელმწიფოებში ოპერაციების სტატუსი და მათთვის აუცილებელი რესურსების შეფასება მოხდება.

    „ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ამერიკელი ხალხის დაცვას ტერორიზმისგან. ამასთანავე, აუცილებელია რესურსების სწორი გადანაწილება“ – განაცხადა კირბიმ.

    ერაყსა და ავღანეთში შეიარაღებული ძალების შემცირების შესახებ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 2020 წლის ნოემბერში განაცხადა. ტრამპი 2021 წლის მაისისთვის ამ ქვეყნებიდან შეიარაღებული ძალების სრულ გაყვანას აპირებდა.

    იხილეთ აგრეთვე:

    ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ტრანსგენდერს ჯარში სამსახური შეეძლება

    პირველი საუბარი შედგა – რაზე ილაპარაკეს ბაიდენმა და პუტინმა?

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here