More

    „აჭარაბეთის“ მხარდაჭერით ტექბოლის პირველი ოფიციალური ტურნირი გაიმართა

    spot_img
    „აჭარაბეთი“ ტექბოლის
ფედერაციის გენერალური
პარტნიორი გახდა

    29-30 მაისს, თბილისში ე.წ მარაკანას სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს ტექბოლის ფედერაციის ორგანიზებით, ტექბოლში პირველი ოფიციალური ტურნირი გაიმართა.

    ტურნირი ჩატარდა ერთეულთა და წყვილთა თანრიგებში. ერთეულთა თანრიგში მონაწილეობა 16-მა მონაწილემ მიიღო და გაიმარჯვა მიხეილ მუშკუდიანმა, ხოლო წყვილთა თანრიგში 16 მონაწილე წყვილიდან საუკეთესოები აღმოჩნდნენ დავით გამბაროვი და საბა მახათაძე.

    გამარჯვებული მოთამაშეები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.

    ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექბოლის ფედერაცია 2018 წლის 8 აგვისტოს დაფუძნდა და მალევე, 2018 წლის 19 ოქტომბერს გახდა ტექბოლის საერთაშორისო ფედერაციის ფიტეკის წევრი. ტექბოლი აღიარებულია 2 კონტინენტური ოლიმპიური ასოციაციის მიერ (OCA, ANOCA), ასევე იგი არის მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს წევრი (WADA).

    ტექბოლი უნგრეთში შეიქმნა 2017 წელს და არის ფეხბურთზე დაფუძნებული სპორტი, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა ახალი თაობის სპორტსმენებში. ტექბოლის თამაშისთვის აუცილებელია სპეციალური მრუდე მაგიდა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !