More

    აჭარაბეთი თორნიკე ქიმაძის მხარდამჭერი გახდა

    spot_img
    თორნიკე ტყემალძე

    კომპანია აჭარაბეთისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერაა, სწორედ ამიტომ კომპანია მუდმივად ცდილობს გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებასა თუ ტურნირებში. ამჯერად აჭარაბეთმა მხარდაჭერა გამოუცხადა MMA-ის მებრძოლ თორნიკე ქიმაძეს, რომელიც არის მრავალგზის საქართველოს, 4 გზის ევროპის და 5 გზის მსოფლიოს ჩემპიონია კონტაქტურ კარატეში, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარაბეთში ავრცელებენ.

    მათივე ცნობით, აჭარაბეთის მხარდაჭერით, თორნიკე გაემგზავრა ესპანეთში Climent Club-ში, სადაც არაერთ წარმატებულ მებრძოლთან ერთად გააგრძელებს ვარჯიშს.

    აღსანიშნავია, რომ ასევე, ამ კლუბის წევრია „აჭარაბეთის“ საპატიო ელჩი ილია თოფურია.

    „აჭარაბეთი ხელს უწყობს სპორტსმენებს, რომ მაქსიმალურად განავითარონ საკუთარი თავი და აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ წავიდნენ საზღვარგარეთ, განვითარდნენ და მიიღონ შეჯიბრებაში მონაწილეობა.

    „ახლა ვიმყოფები ესპანეთში და ვემზადები ბრძოლისთვის, რომელიც 29 მაისს, ბარსელონაში გაიმართება mixfight 47. ჩემი მოწინააღმდეგე არის BADALONA, რომელიც ჩემზე გაცილებით გამოცდილია MMA-ში და 3-0 აქვს რეკორდი. ეს ბრძოლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მინდა ჩემი სტატისტიკა გავზარდო და ვაჩვენო ყველას ჩემი შესაძლებლობები“- განაცხადა თორნიკე ქიმაძემ.

    აჭარაბეთი თორნიკეს ბრძოლაში გამარჯვებას უსურვებს!

    აჭარაბეთმა შექმნა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „ინიციატივა“, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერაა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !