More

    „აჭარაბეთი“ სპორტფოტო 2020-ის პარტნიორია

    spot_img
    აჭარაბეთი

    დღეს, 26 მაისს სპორტული მოვლენების ამსახველი რიგით მეშვიდე გამოფენა – „სპორტფოტო 2020“- იმართება.

    ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 2020 წლის იმ სპორტული მოვლენების ამსახველი ფოტო-კადრები, რომელშიც მონაწილეობა ქართველმა სპორტსმენებმა მიიღეს. გამოფენაზე წარმოდგენილია 2020 წლის 100 საინტერესო კადრი.

    გარდა ამისა, გამოიცა „სპორტფოტო 2020“-ის რიგით მეშვიდე კატალოგი, რომელშიც „დინამო არენაზე“ გამოფენილი ფოტოების გარდა, კიდევ რამდენიმე ათეული საინტერესო კადრი არის შესული.

    „აჭარაბეთი, როგორც სპორტის მხარდამჭერი კომპანია, სპორტფოტო 2020-ის პარტნიორი გახდა. „სპორტფოტო“ – ეს არის პროექტი, რომელიც თანამედროვე სპორტულ ისტორიას ინახავს, სწორედ ამიტომ მსგავსი პროექტების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია “-განაცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტოს ხელმძღვანელმა – ნინი გუჯაბიძემ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !