More

    ახალგაზრდებში კორონავირუსის ინფექციის გავრცელებამ მოიმატა – ენდელაძე

    spot_img
    ეპიდემიოლოგი

    ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ, სატელევიზიო ეთერში, ახალგაზრდებში კორონავირუსის ინფექციის მომატებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პაციენტებს 3-5 დღის პერიოდში უმძიმდებათ ჯანმრთელობის მდგომარეობა

    „ახალგაზრდებში კორონავირუსის ინფექციის გავრცელებამ მოიმატა, ამასთან, „მეორე ტალღასთან“ შედარებით, იმატა ახალგაზრდა მძიმე პაციენტების რიცხვმაც.

    ბევრი ახალგაზრდა არის უფრო მძიმედ, ვიდრე წინა „მეორე ტალღის“ დროს. ამ ასაკის პაციენტები ასე არ მძიმდებოდნენ, მძიმდებიან უფრო ადრეულ პერიოდში.

    საკმაოდ მაღალი ხარისხის პნევმონიები აქვთ, არის სუნთქვის უკმარისობა და ასე შემდეგ, რაც წინა ტალღის დროს ამდენი არ იყო. ახალგაზრდებში გავრცელებამაც მოიმატა, როგორც ვიცი, შესაბამისად, დამძიმების რიცხვმაც“ – აცხადებს მარინა ენდელაძე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !