More

    ახალი შტამი, რომელმაც ვიეტნამში ერთ თვეში მთელი წლის სტატისტიკა გააორმაგა – ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოს?

    spot_img
    დადებითი

    მსოფლიოს კორონავირუსი ახალი ფორმით უტევს. ბრაზილიური, ბრიტანული და ინდური შტამების შემდეგ, ცნობილი ხდება, რომ ვიეტნამში, რომელიც ეპიდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოდ იყო აღიარებული, კორონავირუსის სრულიად ახალი ქვეტიპი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს.

    ვირუსის ეს შტამი იმდენად აგრესიულია, რომ ქვეყანაში ერთი წლის სტატისტიკა ერთ თვეში გააორმაგა.

     

    გაიზრდა სიკვდილიანობის მაჩვენებელიც. ახალი გენოტიპი ე.წ ინდურისა და ბრიტანული შტამის თვისებების ნაზავია, სპეციალისტების მოსაზრებით, ეს სიტუაციას კიდევ უფრო საშიშს ხდის, რადგან განსაკუთებით სახიფათოა ინდური ვარიანტის თვისებები, რომელიც ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

    ახალი შტამების გავრცელება განსაკუთებით საშიშია თუ ქვეყანაში ვირუსის სხვადასხვა ფორმებიც ცირკულირებს, თუმცა ვიეტნამში აღმოჩენილი ვირუსის ახალი ვარიანტი საქართველოს ამ ეტაპზე საფრთხეს არ უქმნის, რადგან სპეციალისტების განცხადებით, ქვეყანაში 90%-ით ბრიტანული ფორმა გავრცელებული, ინდური შტამის იმ 5 შემთხვევის გარდა, სხვა სავარაუდო ფაქტებს ლუგარის ლაბორატორია არ განიხილავს.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !