More

    „ბადრი ესებუას ქვეყანა არ დაუტოვებია“- ვახტანგ გომელაური

    spot_img

    საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. კითხვაზე თუ რა ეტაპზეა ბადრი ესებუას მიმართ დაწყებული გამოძიება, გომელაურის თქმით, ბადრი ესებუა საქართველოში იმყოფება.

    „მიმდინარეობს გამოძიება, ყველაზე მეტად ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გვინდა, რომ დავაკავოთ. ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის.

    შემიძლია გითხრათ, რომ ბადრი ესებუას ქვეყანა არ დაუტოვებია, კონკრეტულად ვერ ვისაუბრებ“ – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

    👉 ინფორმაციისთვის, ბადრი ესებუა, მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს ზუგდიდში მდებარე საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული შეიჭრა. მან მძევლად 43 ადამიანი აიყვანა, რომელთა ნაწილიც მოგვიანებით გაათავისუფლა.

    👉 მძარცველმა, მძევლების სიცოცხლის სანაცვლოდ, 500 000 დოლარი მოითხოვა. სამართალდამცველების მხრიდან წინააღმდეგობის შემთხვევაში ის ბანკის აფეთქებით იმუქრებოდა. საბოლოოდ, ბადრი ესებუას მოთხოვნა შესრულდა და მან ტერიტორია თანხით დატოვა. ამ დრომდე მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here