More

    ბავშვმა დაიჩოქოს, ხელები დაიდოს თავზე და დერეფანში ჩოქვით გაიაროს, გააკეთოს 100 მეტანია და არ ჭამოს – რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში

    spot_img
    ძალადობა

    არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” აღმასრულებელი დირექტორის, ანა არგანაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის მიერ 2015 წლის ანგარიშში საუბარი იყო ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების დასჯის სასტიკ მეთოდებზე, რომელიც მტკიცებულებების სახით პირველ ინსტანციაში გაასაჩივრეს, თუმცა სასამართლომ ამ ყველაფერში საფრთხე ვერ დაინახა:

    „სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში იყო ისეთი ჩანაწერი, რომელიც რომ ყოფილიყო რომელიმე ციხეზე, აქ დიდი სკანდალი მოხდებოდა. მაგალითად, ანგარიშში წერია: ბავშვი რამეს რომ დააშავებს, მას უბრძანებენ ხელები დაიდოს თავზე, მუხლებზე დაიჩოქოს და დერეფანში მუხლებზე ჩოქვით გაიაროს. ასევე, დასჯის მეთოდია 100 მეტანია, ბავშვისთვის საჭმლის აკრძალვა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მათი ზრდა-განვითარების შეფერხება. ეს ყველაფერი შესული იყო იმ მტკიცებულებებში, რაზეც პირველმა ინსტანციამ საფრთხე ვერ დაინახა. ახლა კი აპელაციას ველოდებით. დავა, რომელსაც ადგილობრივ სასამართლოებში დავიწყეთ, ეხება იმას, რომ ბავშვებისთვის ასეთი დაწესებულებები ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს,”- აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” აღმასრულებელი დირექტორი ანა არგანაშვილი.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !