More

    ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი დაიღუპა

    spot_img

    გუშინ ღამით, ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით მოპედი სატვირთო მანქანას დაეჯახა, რის შედეგადაც მოპედის მძღოლი, 30 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ბაგრატიონის ქუჩაზე მოხდა.

    ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here