More

    ბათუმში ბანკიდან 3.5 მილიონი ლარი მოიპარეს – აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ, ყოფილ მენეჯერს სასამართლოში უჩივიან

    spot_img
    ფული

    „ლიბერთი ბანკის“ ბათუმის ფილიალის ყოფილ მენეჯერს და კიდევ 14 თანამშრომელს მილიონობით თანხის დაკარგვის გამო, სასამართლოში უჩივიან. „ლიბერთი ბანკი“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში იმ თანამშრომლებს ედავება, ვისთანაც შრომითი ხელშეკრულებები უკვე შეაჩერა. 

    საქმის მასალების მიხედვით, ბანკიდან 2 მილიონ 533 ათასი ლარი, 202 ათასი ამერიკული დოლარი და 80 ათასი ევროა დაკარგული. სხვადასხვა ტრანზაქციით 37 პირის ანაბრიდან და პირადი ანგარიშიდან თანხას 2015 წლიდან ითვისებდნენ.

    სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებამდე „ლიბერთი ბანკის“ ადმინისტრაციას ახსნა-განმარტება მიაწოდა ბანკის ბათუმის ფილიალის ყოფილმა მენეჯერმა და თქვა, რომ თანხის მითვისება ხელშეკრულებების გაყალბების გზით მოხერხდა, ასევე გაყალბებული შემნახველი ანგარიშების შექმნით. მას ჯერ სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია.

    „ბათუმელების“ ინფორმაციით, თანხა ძირითადად ბანკის ფილიალის ყოფილმა მენეჯერმა მიითვისა, რომელიც აზარტული თამაშებით იყო გატაცებული. თუმცა საქმის მასალებში, რომელსაც ჩვენ გავეცანით, ამის შესახებ არაფერი წერია.

    ბანკი ითხოვს, რომ დაკარგული თანხა თანამშრომლებს დაეკისროთ, რადგან მიაჩნია, რომ ამ თანამშრომლების არასწორი მოქმედებების შედეგად დაკარგა ბანკმა მილიონები.

    სასამართლოში სამოქალაქო საქმის განხილვის პარალელურად, დაწყებულია თუ არა გამოძიება – ინფორმაცია ამ დრომდე არ იციან შინაგან საქმეთა სამინისტროში.

    წყარო: batumelebi.netgazeti.ge

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !