More

    ბათუმში კორონავირუსით მე-10 კლასელი მოზარდი გარდაიცვალა

    spot_img

    ბათუმში კორონავირუსს მე-10 კლასელი მოზარდი ემსხვერპლა. 

    არსებული ინფორმაციით, მოზარდს სხვა თანმხლები დაავადებები ჰქონდა, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია.

    მომხდარს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მაია ხაჯიშვილი გამოეხმაურა.

    მინისტრმა გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა. მისივე თქმით, აჭარაში სკოლაში სწავლა დისტანციურად იყო და შესაბამისად, სკოლაში არ დადიოდა.

    ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 256 956-ს შეადგენს.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here