More

    ბათუმში მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა

    spot_img

    ბათუმში მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

    პედაგოგი კერძო სკოლა „ევრო 2000“-ში მუშაობს. როგორც ბათუმის რესურსცენტრში აცხადებენ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა სიტუაცია შეისწავლა და შესაბამისი რეკომენდაცია გასცა.

    „პედაგოგის ინფიცირების ფაქტი დღეს გახდა ცნობილი. სკოლა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს დაუკავშირდა. ადგილზე სიტუაცია შეისწავლეს და სკოლას ჩვეულ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია მიეცა.

    მასწავლებელი გადაადგილდებოდა პირბადით და მაქსიმალურად დაცული იყო წესები. პედაგოგის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – განაცხადა აჭარის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, გოჩა დავითაძემ.

    ინფორმაციისთვის დღეს, აგრეთვე ბათუმის მე-8 საჯარო სკოლაში მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამავდროულად ფერიის ბავშვთა სკოლა-პანსიონში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსი პანსიონის 25 აღსაზრდელსა და შვიდ თანამშრომელს დაუდასტურდა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here