More

    „ბანკებმა 200 ლარიანი დახმარება, მოვალეებს დავალიანებაში გაუქვითეს“ – ადამიანის უფლებათა ცენტრი

    spot_img

    არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანთა უფლებების ცენტრი“ ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც ბანკებმა მოქალაქეებს რომლებსაც სასესხო ვალდებულება გააჩნდათ, 200 ლარიანი დახმარება გაუქვითეს.

    „ადამიანის უფლებათა ცენტრს დახმარების თხოვნით მომართეს მოქალაქეებმა, რომლებიც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილების თანახმად, არიან კორონავირუსის ეპიდემიის/პანდემიის გავრცელების პერიოდში დაზარალებულები და 2021 წლის იანვრიდან წარმოეშვათ 200-ლარიანი სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება.

    ამ მოქალაქეების განმარტებით და არსებული საბანკო დოკუმენტაციით, დასტურდება, რომ სახელმწიფო კომპენსაცია ჩარიცხულია მათ საბანკო ანგარიშებზე, მაგრამ კონკრეტულმა ბანკებმა, ბენეფიციარების სახელზე არსებული დავალიანებების დაფარვის მიზნით, გაქვითეს კომპენსაციის სახით მიღებული თანხები.

    კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებით დამტკიცებული – ,,ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა“ განსაზღვრავს ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გავრცელების შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნით სახელმწიფო დახმარების გაცემის წესს, კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილ პირებს და კომპენსაციის ოდენობას.“ – აღნიშნულია განცხადებაში.

    როგორც ორგანიზაცია განმარტავს, მთავრობის დადგენილებაში განმარტებულია, რომ კომპენსაცია არ ექვემდებარება ყადაღას და საგადასახადო დავალიანებებს.

    „მთავრობის ამ დადგენილებაში განმარტებულია, რომ ამ პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაცია არ ექვემდებარება ყადაღას („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,) და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, (საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე საინკასო დავალებას/ყადაღას); ამდენად, გაუგებარია, თუ რატომ აჭრის მოქალაქეებს, დავალიანების დაფარვის მიზნით, ბანკი მიზნობრივ სახელმწიფო კომპენსაციას.

    საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიზანი გახლდათ სწორედ პანდემიის გამო დაზარალებული მოსახლეობის დახმარება, ფინანსური მდგომარეობის შემსუბუქება, რომელიც კონკრეტულად ამ ადამიანების შემთხვევაში არ მომხდარა. სახელმწიფოს მხრიდან გაცემული დახმარება ადრესატამდე არ მისულა. აღნიშნული ფაქტი, ცხადია, იწვევს უსამართლობის განცდას, რომ მოქალაქეების მიმართ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი მიზნობრივი კომპენსაცია არ აღმოჩნდა ხელშესახები დახმარება და იმ საბანკო ვალდებულებების დაფარვას ემსახურებოდა, რომლებიც პანდემიის მიზეზით დაზარალებულ მოქალაქეებს მძიმე სოციალური პრობლემების გამო აღებული სესხების თუ ოვერდრაფტის სახით გააჩნდათ.

    ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, დღეს არსებულ ვითარებაში, როდესაც სახელმწიფო კვლავ პანდემიას ებრძვის, შედეგად კი გვაქვს საკმაოდ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი, ყველა ორგანიზაცია, მათ შორის – კერძო სამართლის იურიდიული პირები სოციალურ პასუხისმგებლობას გულისხმიერად უნდა უდგებოდნენ.
    საქართველოს მთავრობამ მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს და თითოეული შემთხვევა იქნას კონტროლზე აყვანილი;

    კონკრეტულმა საბანკო დაწესებულებებმა ჩამოჭრილი თანხები დაუყოვნებლივ დაუბრუნონ დაზარალებულ პირებს.“ – წერია განცხადებაში.

    ინფორმაციისთვის დღეის მდგომარეობით, 200 ლარიანი დახმარების პირველი თვის ჩარიცხვა უკვე განხორციელდა. კომპენსაცია ჩაერიცხება 106 080 პირს, 21 216 000 ლარის ოდენობით.

    საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში, 2021 წლის იანვრიდან, დაქირავებით დასაქმებული უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

    იხილეთ აგრეთვე:

    დაქირავებით დასაქმებულთათვის 200 ლარიანი კომპენსაციის გაცემა დაიწყო

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here