More

    ბატონო მამუკა, თბილისი „შპს“ არ არის,  დედაქალაქს სჭირდება პოლიტიკოსი მერი, რომელიც მენეჯერული უნარებით იქნება აღჭურვილი და არა პირიქით! – დავით ჩიხელიძე მამუკა ხაზარაძეს

    spot_img
    დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის თავმჯდომარე
დავით ჩიხელიძე

    „როგორც გამოჩნდა ხაზარაძე და პოლიტიკა ერთმანეთს აცდენილია, მან არც პასუხისმგებლობიანი ბიზნესის კეთება იცის და არც პოლიტიკის წარმოება. დღეს მორიგი მარგალიტი გააჟღერა, რომ თბილისს ზეპარტიული, მეურნე მერი სჭირდება, თურმე მოსახლეობა დაიღალა იმის მოსმენით, თუ რამდენი ახალი ავტობუსი შეიძინა მერიამ და ა.შ.“ – ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

    როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკა და სამოქმედო გეგმა სრულად პასუხობს ქალაქის წინაშე არსებულ გამოწვევებს და ქალაქი ყოველდღიურად ვითარდება:

    „ბატონო მამუკა, თბილისი „შპს“ არ არის, დედაქალაქს სჭირდება პოლიტიკოსი მერი, რომელიც მენეჯერული უნარებით იქნება აღჭურვილი და არა პირიქით! ის, რომ პრობლემები მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქშია, დავას არ იწვევს. არ არსებობს იდეალური და ყველას მოსაწონი ქალაქი, მაგრამ ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, რომელიც ყოველდღიურად მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილდება, სწორედ ავტობუსების შემოყვანა და კომფორტული მგზავრობა მნიშვნელოვანია (სხვა ბევრ საკითხთან ერთად). ეს ნიშნავს, რომ თბილისს ერთით ნაკლები პრობლემა აქვს. ასევე, ქალაქში ხორციელდება უამრავი სოციალური პროგრამა, რომელიც თბილისის მცხოვრებლების კეთილდღეობისთვის ემსახურება, მერი და მერია ცდილობს მოსახლეობა პრობლემების წინაშე მარტო არ დატოვოს და მათ მაქსიმალურად გვერდში უდგას. ასევე, დიდი ყურადღება ექცევა კულტურას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებას, ინფრასტრუქტურას, ბიზნესს და ა.შ.

    პროგრამების მცირე ჩამონათვალი:

    • კომუნალურის სუბსიდირება
    • სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება
    • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურება
    • სოციალურად დაუცველი მოსწავლეების მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებსა და მოწავლე–ახალგაზრდობის
    • ეროვნულ სასახლეში სწავლების დაფინანსება
    • სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებები
    • შინმოვლის თანადაფინანსება
    • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაცია და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფა
    • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა

    მარტოხელა ხანდაზმულთა დღის ცენტრის ხელშეწყობა და სხვა მრავალი პროგრამა
    დამეთანხმებით, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკა და სამოქმედო გეგმა სრულად პასუხობს ქალაქის წინაშე არსებულ გამოწვევებს და ქალაქი ყოველდღიურად ვითარდება. დღეს ჩვენ გვაქვს ევროპული სტილის ქალაქი, რაც გულისხმობს თანამედროვე ინფრასტრუქტურას, ეკოლოგიას, ეკონომიკას და ა.შ.“ – ამბობს დავით ჩიხელიძე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !