More

    „ბატონ ივერის და ნატალია ილიჩოვას ბოდიშს ვუხდი იმისთვის რაც მოხდა“- ბუბა კიკაბიძე

    spot_img

    დღეს მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის  აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების თაობაზე.

    ტელეკომპანია „მთავარის“ პირდაპირ ეთერში, ბუბა კიკაბიძემ ივერი მელაშვილს მიმართა და ბოდიში მოუხადა, მომხდარი ამბების გამო.

    „ბატონ ივერის და ნატალია ილიჩოვას ბოდიშს ვუხდი იმისთვის რაც მოხდა, იმიტომ რომ მე ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და როცა რაღაც ცუდი ხდება ჩვენ სულ ყველა ვართ დამნაშავე ამაში.

    მე ჩემი რეზიუმე გავაკეთე, რატომ გააკეთეს ეს ოპერაცია. ღმერთმა კარგად ამყოფოს ორივეს ოჯახი და ბოდიში მინდა მოვუხადო იმისათვის, რომ ქართველები ხშირად ვიჭრებით ხოლმე რაღაცეებში. “- აცხადებს ბუბა კიკაბიძე.

    👉ინფორმაციისთვის სასამართლომ მეცნიერებს 20-20 ათასი ლარის გირაოს გადახდა დააკისრა.

    👉 ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ედებათ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელებაში.

    👉 საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

    იხილეთ აგრეთვე:

    ✔️„აბსურდულ ბრალდებას ბოლო უნდა მოეღოს“ – ივერი მელაშვილის პირველი განცხადება

    ✔️ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ

    ✔️„განაჩენს გარეთ დაელოდებიან“ – პროკურორი ილიჩოვა-მელაშვილზე

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here