More

    „ბახალა“ ორგანიზებული ნარკოდანაშაულის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

    spot_img
    გიორგი გიორგანაშვილი

    სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და გიორგი გიორგანაშვილი („ბახალა“) ორგანიზებული ნარკოდანაშაულის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო. საუბარია ე.წ. 900 აბი სუბოტექსის საქმეზე. 

    ამავე საქმეზე საქალაქო სასამართლომ 2018 წელს დამნაშავედ ცნო ერთი პირი – ირაკლი ქორიძე. მსჯავრდებულია საქმის სხვა ფიგურანტი – ჯაბა ხულორდავაც.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციით, ირაკლი ქორიძე თურქეთიდან რეანიმობილით უკანონოდ შემოტანილი ნარკოტიკული საშუალების – 900 აბის საქმის ორგანიზატორი იყო. ბრალდების მხარის განცხადებით, 2017 წლის იანვარში ის შეუთანხმდა ნაცნობებს – გიორგი გიორგანაშვილსა და ჯაბა ხულორდავას, რომ უცხოეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოეტანათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

    სწორედ ამ საქმეზე ცნო გიორგანაშვილი ორივე ინსტანციის სასამართლომ უდანაშაულოდ.

    გიორგი გიორგანაშვილი 2018 წლის 23 იანვრიდან საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება. ის მსჯავრდებულია სხვა საქმეზე – დიდი ოდენობით – 0.3726 გრამი ბუპრენორფინის (სუბოტექსი) შეძენა-შენახვაში. ის ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს, რადგან არ დასთანხმდა პოლიციის მოთხოვნას, ეთანამშრომლა მათთან.

    წყარო: publika.ge

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !