More

    ბევრი იწვალეს ცალკე ბატონმა გახარიამ, ცალკე „ნაცმოძრაობის“ პარტტელევიზებმა, მაგრამ ბრიფინგი საინტერესო მაინც ვერ შედგა – ლევან ნიკოლეიშვილი

    spot_img
    ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი

    ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარტია „საქართველოს“ დამფუძნებლის გიორგი გახარიასა და თოქ-შოუების წამყვანების შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

    მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ პარტიული ტელევიზიები შეეცდებიან, რომ გახარია ყურადღების ცენტრში იყოს.

    „ბევრი იწვალეს ცალკე ბატონმა გახარიამ, ცალკე „ნაცმოძრაობის“ პარტტელევიზებმა, მაგრამ ბრიფინგი საინტერესო მაინც ვერ შედგა: თითქოს მწვავე კითხვებს უსვამდნენ ახალი პარტიის ლიდერს, თითქოს ძალიან კრიტიკულები და უკმაყოფილოები ჩანდნენ, აქითაც გახარია სათქმელს თან ამბობდა, თან ახალს არაფერს არ ამბობდა, რამდენიმე სერიოზულ უარყოფაც იყო – „მასე არ მითქვამს ან თქვენ ვერ გაიგეთ“ და ა.შ. თან ეუბნებოდნენ ახალს არაფერს ამბობთო და ჩვენს ტელევიზიაში როდის მოხვალთ, ერთი სული გვაქვსო (ეს კომედიის ნაწილი იყო!).

    ძირითადი კი გამოიკვეთა, ხალხის თვალში სრულიად ინტერესდაკარგულ, სახელგატეხილ და გაკოტრებულ ნაცოპოზიციას, მის მიმდევრებსა და პარტტელევიზიებს აუცილებლად მოკავშირე სჭირდებათ, უფრო მეტიც, თუ სკანდალური „ნიუსი“, არა მინიმუმ რაღაც „ამბებიც“ სჭირდება ისეთი, რომ ტელეეკრანიდან არ ჩამოვიდეს და რაღაცნაირად შეეცდებიან გახარია ამ კუთხით მუდმივად აპიარონ და ყურადღების ცენტრში ამყოფონ, იქნებ ამით დაასუსტონ „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნების წინ, აქედან რა გამოვა, იმის გათვალისწინებით თუ აქამდე რა გამოსდიოდათ, ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს,” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !