More

    ბექა დავითულიანი – სამშენებლო ამნისტია ეხება მშენებლობებს, რომლებსაც აქვს დარღვევები, თუმცა ეს დარღვევები არ ახდენს ზეგავლენას მის უსაფრთხოებასა და მდგრადობაზე

    spot_img
    „ქართული ოცნების“
საარჩევნო სიის წევრი ბექა
დავითულიანი - Digest.ge

    „ჩვენ ქალაქში არ უნდა იყიდებოდეს კოეფიციენტები და ეს ჩვენ სწორედ კახი კალაძის ადმინისტრაციის პირობებში ავკრძალეთ – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ბექა დავითულიანმა. 

    მისი თქმით, სამშენებლო ამნისტია ეხება მშენებლობებს, რომლებსაც აქვს დარღვევები, თუმცა ეს დარღვევები არ ახდენს ზეგავლენას მის უსაფრთხოებასა და მდგრადობაზე

    „ჩვენი ქალაქი უკანასკნელი 30 წლის მანძილზე, ამ განუკითხავი მშენებლობის შედეგად ნამდვილად დაზარალდა. პირველი სკოლის უკან გვაქვს მშენებლობა, რომელიც ჩვენი 30 წლის უკანონო და გაუაზრებელი მშენებლობების სახეა და ეს არ დაზარალებულა ჩვენი ხელისუფლების ხელში. ბატონმა მამუკამ ბრძანა, თუ წარმოგიდგენიათ ქალაქი როგორი უნდა იყოსო, კი, წარმოგვიდგენია, ეს დოკუმენტირებული გვაქვს და თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაშია ასახული თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ქალაქი. ჩვენი ქალაქი უნდა იყოს სატყეო ზონებით, სარეკრეაციო ზონებით, რომელიც უკვე 5 მილიონ კვადრატამდე გაიზარდა მხოლოდ ამ გენგეგმის მიღებით, ჩვენი ქალაქი უნდა იყოს სატრანსპორტო კორიდორებით, რომელიც ამ გენგეგმაშია დატანილი და უნდა იყოს მულტიცენტრები, რომელიც ასევე ამ გენგეგმაშია დატანილი. ჩვენ ქალაქში არ უნდა იყიდებოდეს კოეფიციენტები და ეს ჩვენ სწორედ კახი კალაძის ადმინისტრაციის პირობებში ავკრძალეთ,“ – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

    მისი თქმით, ამნისტია ეხება მშენებლობებს, რომლებსაც ინდივიდუალურად განიხილავს სპეციალური ჯგუფი, რამდენად აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმს, რომ შეიძლება ეპატიოთ მხოლოდ მათ.

    „არ ეხება ისტორიულ არეალს, რაზედაც აქ დიდხანს იყო საუბარი. იმ შენობებს, რომლებზეც თქვენ საუბრობთ, ისტორიულ არეალში, ამ კანონპროექტით ამნისტია არ ეხება. არც იმაზე საუბარია სერიოზული, ვითომ ვიღაცას ვუკეთებთ, კონკრეტულ დეველოპერებს, რომ ვითომ რაღაცა ბრჭყალებში „გავუპრავოთ“. ბავშვები ხომ არ ვართ? რომ გვნდომოდა „გაპრავება“ და შეზრდილი გვქონდეს ეს ბიზნესი რამენაირად ნებართვას მივცემდით და „გაპრავება“ არ დასჭირდებოდა ამისთვის,“ – აღნიშნა დავითულიანმა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !